მე დავინახე საფრთხე, რომ ერთ-ერთმა წევრმა რეალითი შოუდ აქციოს ფაქტიურად საბჭოს საქმიანობა - ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვირიტიშვილმა გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა.
"მე დავინახე საფრთხე, რომ პოლიტიკა შემოვიდა სასამართლოში, მე დავინახე საფრთხე, რომ ერთ-ერთმა წევრმა რეალითი შოუდ აქციოს ფაქტიურად საბჭოს საქმიანობა. როგორც ვხედავ ეს უსასრულობამდე გრძელდება. ქ. ანასგან განსხვავებით ჩვენ ვართ მოსამართლეები, ჩვენი ფუნქცია არის სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება, მისგან განსხვებით, მაგრამ ჩვენ რეალურად გვაქვს საქმე გასაკეთებელი", - განაცხადა გვრიტიშვილმა.
გვირიტიშვილის განმარტებით, ანა დოლიძეს საბჭოს საქმიანობაში პოლიტიკური ელემენტები შეაქვს და საბჭოს ყოველდღიურ საქმიანობას რეალითი შოუს ამსგავსებს.
"ის რომ მას პოლიტიკური ელემენტები შემოაქვს საბჭოს საქმიანობაში, ამსგავსებს საბჭოს ყოველდღიურ საქმიანობას რეალითი შოუს. საზოგადოებისთვის სასეირო განცხადებებს აკეთებს და ქმედებებს ახორციელებს. ჩვენ შეგვიძლია გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ ეს ადამიანი პოპულისტობს. მისი ქცევა და განცხადებები არის ხშირ შემთხვევაში დემაგოგიური. აი ამ მომენტში ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ", - განაცხადა გვრიტიშვილმა