თურქეთში, გამვლელები მცირეწლოვანი ბავშვის გადარჩენას ცდილობენ (ვიდეო)

20:59 02-10-2018
102
თეგები: თურქეთი

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში მოქალაქეები მცირეწლოვანი ბავშვის გადარჩენას ცდილობდნენ. 

ვიდეოს ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

ბავშვი ფანჯრის რაფაზე იჯდა და ნელნელა ქვემოთ ვარდებოდა. ვიდეოზე ჩანს, რომ ერთ-ერთმა კაცმა სარეცხის საფენზე გადაკიდებული ნაჭერი აიღო და გაშალა, რათა გადმოვარდის შემთხვევაში ბავშვი მიწაზე არ დაცემულიყო. 

ვიდეოს ბოლოს ჩანს, რომ მეორე ოთახიდან ბავშვს ფანჯარაზე ზრდასრული შეამჩნევს და მის დასაკავებლად გაიქცევა, თუმცა მცირეწლოვანი მაინც ჩამოვარდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ჯანმრთელად არის.