თურქეთში ავარიისას 9 ადამიანი დაიღუპა

21:19 02-10-2018
90

9 ადამიანი დაიღუპა თურქეთის სამხრეთ ნაწილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. მათგან 4 ბავშვია. ინფორმაციას Daily Sabah-ი ავრცელებს. 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მიკროავტობუსი სატვირთოს შეეჯახა. 

გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყავნეს. მედიკოსები განმარტავენ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჯერ უცნობია რა იყო ინციდენტის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.