(Exclusive) ბარბარა სამხარაძე: „ ადამიანებმა, ტალახი მაშინ ესროლონ სხვებს, თუ იმის გარანტია ექნებათ, რომ ხელები სუფთა დარჩებათ“

16:55 02-11-2018
1209

ბარბარა სამხარაძე- „ ადამიანებმა, ტალახი მაშინ ესროლონ სხვებს, თუ იმის გარანტია ექნებათ, რომ ხელები სუფთა დარჩებათ“

ბარბარა სამხარაძე -  ნიჭიერი, პოზიტიური, გულწრფელი და საოცარი მომღერალი. 15 წლის ასაკში მოიპოვა რუსთავი 2-ის პროექტის ,,ნიჭიერის“ ტიტული. უყვარს ცხოვრება და იმედით ცხოვრობს. ყველაფერს აკეთებს წარმატებისთვის. არასდროს იტოვებს გულში წყენას. უყვარს ადამიანები და ყველა ადამიანში ეძებს კარგს. ბარბარა სამხარაძე მის ემოციებზე, სურვილებზე და ცხოვრებაზე პრაიმტაიმთან საუბრობს.

ბლიც-ინტერვიუ ბარბარა სამხარაძესთან.

სახელი:- ბარბარა.
გვარი:- სამხარაძე.
ასაკი:- 17 
რას საქმიანობ:- გამოცდებისთვის ვემზადები.
ჰობი:- ძალიან მიყვარს სიმღერა და ხატვა, მაგრამ სიმღერა უფრო გამომდის. 
დილა იწყება:- სოციალური ქსელის შემოწმებით. 
სოფელი ჭაბუკიანი:- ჭაბუკიანიი... ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო სოფელზე და აქ მცხოვრებ ადამიანებზე. ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი ხანდახან ვერც კი წარმოვიდგენ, რამდენიმე წლის შემდეგ, აქ სადაც ბავშვობა გავატარე, სტუმრის სახელით, რომ ჩამოვალ.
ადგილი სადაც კომფორტულად გრძნობ თავს:- არც თუ ისე ბევრგან ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი სახლი ყველაზე კომფორტულია.
დეპრესია :- სიტყვა ,,დეპრესია“ ჩემში ძალიან უარყოფით განცდას იწვევს. კი არის რაღაც პრობლემები, რომელთა გადალახვაც რთულია მაგრამ, ადამიანს თუ სიმღერა შეუძლია ან მუსიკა ესმის მას არამგონია დიდხანს ჰქონდეს დეპრესია.
რას არ აპატიებს ბარბარა სამხარაძე ადამიანს:- ყველაფერს აპატიებს,  ჯერ არ ,,მინახავს“ ბევრი ცხოვრებაში. რა თქმა უნდა იმედგაცრუების მხრივ. არის რაღაცეები რამაც შეიძლება გული მატკინოს, მაგრამ გულში წყენას არ ვიდებ. 
ქმედება, რომელიც მერე ინანე:- ჯერ გულით არაფერი არ მინანია... ყველა ქმედება წინასწარ მაქვს გათვლილი.
გყვარებია:- ჯერ არა.
შეყვარებული ბარბარა სამხარაძე:- ალბათ ასეთი იქნება,  როგორიც ახლაა... ან უბრალოდ + ერთი საზრუნავი ობიექტი, რომლის გახარებაზეც უნდა ვიზრუნო.
სცენა:- 14 წლის პირველად გამოვედი ლაგოდეხის ერთ-ერთ ღონისძიებაზე, რომ გითხრათ ოვაციებით შემხვდნენ მოგატყუებთ.  ,,ამან რა უნდა ქნას“.  ადამიანები წერენ სცენაზე ,,დგომის“ დაუწერელ კანონებს, სცენა მხოლოდ გამხდრებისთვისაა.  ,,სიგამხდრე წარმატებული გამოსვლის გარანტიაა“, მაგრამ 3 წუთშივე ყველაფერი შეიცვალა. სულ რაღაც 2-ჯერ ვიმღერე ლაგოდეხის სცენაზე და ლაგოდეხელი ხალხის სიმპათია დავიმსახურე... შემდეგ კი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაგრძელდა ყველაფერი.
,,ნიჭიერში“ გასვლა ვისი იდეა იყო:- ბებია, ბიძა და დეიდა გამუდმებით აძალებდნენ ჩემებს, რომელიმე პროექტში გავეყვანე. ბიძაჩემმა ისიც მითხრა : ,,პირველ ქასთინგზე ჩუმად გავიპაროთო“
,,ნიჭიერის“ სცენაზე, როდესაც დადექი:- სანამ სცენაზე დავდგებოდი არ ვფიქრობდი იმაზე, როგორ შევასრულებდი სიმღერას. მქონდა ერთი განცდა ,,ხალხი რას იტყოდა ან იფიქრებდა ჩემს დანახვაზე“
გაოცებული ჟიური, როდესაც დაინახე:- უბრალოდ ერთ რამეს ვგრძნობდი, მინდოდა ეს წუთები არასდროს დასრულებულიყო.
,,ნიჭიერში“ გატარებული დრო:-  ძალიან ბევრი წარმატება და ხალხის სიყვარული, მაგრამ ეს გრძნობები და დადებითი ემოცია უფრო ცუდმა დაძლია.  რაც მხოლოდ სცენის მიღმა დარჩა და ამის შესახებ არავის არაფერი არ გაუგია.
ნიკა გვარამიას ოქროს ღილაკი:- როცა მეკითხებიან ,,შენთვის დაუვიწყარი დღე“ ყოველთვის 11 ოქტომბერს ვასახელებ, რადგან ეს დღე იყო ყველაფრის დასაწყისი.
წარმოიდგენდი, რომ ,,ნიჭიერის“ გამარჯვებული გახდებოდი:- იქ ვინც დგას ყველას აქვს მაგის იმედი, რომ მის სახელს დაასახელებენ.. როდესაც პრიზები გამოცხადდა თავს ვერ ვაძლევდი იმის უფლებას. მეფიქრა იმაზე, რომ ეს ყველაფერი  მე მექნებოდა. ყველა კონკურსანტი მე მარწმუნებდა, რომ მე გავიმარჯვებდი.
გამარჯვებულად, როდესაც დაგასახელეს:- ეს ისეთი ემოციაა, თუ არ გამოცადე ვერ გაიგებ და ვერც სიტყვებით აღწერ.
როდის გაიაზრე, რაც მოხდა შენს ცხოვრებაში:- ეს ისეთი გრძნობაა, ალბათ მთელი ცხოვრებაა საჭიროა გააანალიზო ის ფაქტი, რას მიაღწიე სამი სიმღერით 15 წლის ასაკში.
რა მოგცა რუსთავი 2-მა:- ყველაზე დიდი რამ, რაც კი შეიძლება ადამიანს აჩუქო. ხალხის სიყვარული.
პროექტის დასრულების შემდეგ:- პროექტის დასრულების შემდეგ რამდენიმე მიწვევა მქონდა ალბათ 3 ან 4 . ის ფაქტი, რომ მე ვარ სკოლის მოსწავლე და არა სრულწლოვანი ეს ძალიან ბევრ რამეში მაბრკოლებს დღემდე.
შემოთავაზება, რომელზეც უარი თქვი:- იყო შემოთავაზება ევროვიზიიდან, ესპანეთიდან დამიკავშირდა პროდიუსერი და მომცა სიმღერა სრულიად უსასყიდლოდ. ეს სიმღერა კი უნდა ჩამეწერა, რაც ძალიან დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
შიში, რომელიც ვერ დაძლიე:- ძალიან ჩაკეტილი სივრცის და მეტროების. სულ ალბათ 2-ჯერ ვარ ნამყოფი.
კომპლექსი, რომელიც ვერ დაამარცხე:- მე ყველა კომპლექს  დავამარცხებდი, რომ არა დედაჩემის ფრაზა ,,რას იტყვის ხალხი“
რამდენად რთულია დიეტაზე ყოფნა:- ურთულესი. მით უმეტეს თუ სოფელში ცხოვრობ.
ბარბარა სამხარაძის დიეტა:- ბარბარას დიეტა ყოველ 5 დღეში იცვლება...საჭიროებისამებრ.
კომენტარი, რომელიც შენს თავზე წაიკითხე და ძაან გული გატკინა:- ერთი ქალი წერდა, 50 წელს გადაცილებული. ინტერვიუ მქონდა გაზიარებული და მიაწერა. ,,რამხელა ამბიციები აქვს ამ სოფლელს“ მაგრამ ამასაც დადებითად შევხედე და ბევრი არ მიდარდია.
აპირებ თუ არა მომღერლობას:- მარტო მომღერალი რომ ვიყო არ მინდა. მინდა სხვა პროფესიაც მქონდეს.
დღე, რომელიც ისევ გინდა განმეორდეს:-  ალბათ რომელიმე დღე ჩემი ბავშვობიდან, ესე კონკრეტულად ვერ დავასახელებ.
როგორი ბიჭები მოგწონს:- რაც მთავარია ქონდეს კარგი იუმორი და კარგი „კბილები“
ადამიანში, რა თვისებებს ანიჭებ უპირატესობას:- იუმორის გრძნობას და საჩუქრების ჩუქება უნდა უყვარდეს.
ნანობ მაშინ:- როცა რაღაც არ გამოდის ისე როგორც ჩაფიქრებულია.
ბარბარა სამხარაძის ცუდი ხასიათი:- ცუდ ხასიათზე არასდროს არ ვყოფილვარ.. ყველაზე დიდი1 საათი ესეც მაქსიმუმია.
ჩხუბობ მაშინ:- როცა ადამიანები ჩემს ნათქვამს ისე ვერ იგებენ როგორც საჭიროა.
გიფიქრია თეთრ კაბაზე: -ალბათ მაგაზე ყველა გოგო ფიქრობს, ოღონდ ბავშვობაში.
თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი:- არ აქვს მნიშვნელობა... თეთრ რაშზე იქნება, შავზე თუ კოპლებიანზე, თუნდაც სულაც ფეხით იყოს არც იმას აქვს მნიშვნელობა პრინცი იქნება თუ არა. მთავარია იყოს ის ვინც მე გამიგებს.
როგორ, წარმოგიდგენია ბარბარა სამხარაძე 10 წლის შემდეგ:- ბარბარა 27 წლის. რაც მთავარია გამხდარი დაა უკეთესი პირობებით დღევანდელთან შედარებით. უფრო კარგი კარიერით და ბევრი წარმატებით.
საქართველოში, რომ არა სად იცხოვრებდი:- თუ სხვა ქვეყანაში დავიბადებოდი იქ ვიცხოვრებდი მაგრამ საქართველოდან წასული ალბათ დიდხანს ვერსად ვერ გავძლებ.
რას ეტყოდი საზოგადოებას:- „ ტალახი მაშინ ესროლონ სხვებს, თუ იმის გარანტია ექნებათ, რომ ხელები სუფთა დარჩებათ“.
სამომავლო გეგმები:- სამომავლოდ მინდა კოლეჯში შევიდე, კომპიუტერული გრაფიკოსობა მიზიდავს. ცხოვრება  თითონ გაკვალავს გზებს.
ხვალ ქვეყნის დასასრულია, რას იზამდი:- არაფერს, ჩვეულებრივად გავატარებდი, უბრალოდ ეს დღე იქნებოდა ყველაზე ბედნიერი დღე უბედურებით აღსავსე.

ავტორი: სესე კოპალეიშვილი.