დავით საყვარელიძე: მიხეილ სააკაშვილი "ბორისპოლის" აეროპორტში მიყავთ

18:38 02-12-2018
118

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელის, დავით საყვარელიძის ინფორმაციით, კიევში დაკავებული მიხეილ სააკაშვილი „ბორისპოლის“ აეროპორტში მიჰყავთ. ამის შესახებ დავით საყვარელიძე სოციალურ გვერდზე წერს. 

„მივდივართ „ბორისპოლის“ აეროპორტში“, - დაწერა დავით საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს კიევში მდებარე რესტორან „სულუგუნში“ ნიღბიანმა პირებმა მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავება სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა განახორციელა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში დეპორტირებას აპირებს.