უკრაინის სასაზღვრო სამსახური ადასტურებს, რომ სააკაშვილის დეპორტაცია პოლონეთში განხორციელდა 

19:54 02-12-2018
113

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა დაადასტურა, რომ სააკაშვილის დეპორტაცია პოლონეთში მოხდა. ამის შესახებ "ria.ru" იუწყება. 

შეგახსენებთ, რომ დღეს კიევში მდებარე რესტორან „სულუგუნში“ ნიღბიანმა პირებმა მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავება სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა განახორციელა.