გია კორკოტაშვილმა ქართული მარში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია პრაიმტაიმს ქართული მარშის წევრმა ლადო სადღობელაშვილმა დაუტასტურა. მისი თქმით, გია კორკოტაშვილის პარტიიდან წასვლის მიზეზი ქართული მარშის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნა გახდა.
მოახლოვდა არჩევნების ჟამი და ქართული მარშის ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული მარში გარდაიქმნეს პოლიტიკურ სახალხო მოძრაობად. რაც ნაწილი ჩვენი თანაგუნდელებისთვის გახდა მიუღებელი, რადგან ისინი თავიანთ თავს ვერ ხედავენ პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე ნაწილმა და მათ შორის გია კორკოტაშვილის ინიციატვით, ხდება ის რომ ბატონი გია უბრუნდება თავის არასამთავრობო ორგანიზაციის ქართული მისია საქმიანობას და განაგრძობს არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობას. ხოლო ჩვენ ქართულ მარში დარჩენილი წევრები ვაყალიბებთ საინიციატოვო ჯგუფს, რამე თუ ქართული მარში გარდაიქმნას პოლიტიკურ პარტიად - განაცხდა ლადო სადღობელაშვილმა.