"რომ გითხრათ, რომ ქუჩაში ერთმანეთს დასდევენ, რაღაც 90-იანები ბრუნდება და ამის შეგრძნება მაქვსთქო, ამას ვერაფრით ვერ ვიტყვი. აბსოლუტურად არ მაქვს ეს განცხადა" - ამის შესახებ მომღერალმა ირმა სოხაძემ გადაცემაში "თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად" განაცხადა.
"მე მაწუხებს, რომ ადამიანები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან და ხოცავენ ახალგაზრდები. ბიჭები რომ ატარებენ იარაღს, იმიტომ რომ ვიღაცამ მაგის გოგოს ცუდად შეხედა, შეუძლია ადამიანი მოკლან. ამაზე ვგიჟდები" - განაცხადა სოხაძემ.
ირმა სოხაძის თქმით, სასწრაფოდ რაღაც ზომებია მისაღები, რომ მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს.