ე.წ ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

10:06 02-13-2018
67

სააპელაციო სასამართლო დღეს ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატების თქმით, იმ მტკიცებულებების გათვალისწინებით, რაც მათ წარადგინეს, მამა გიორგი უნდა გამართლდეს. 

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, უფლებადამცველები ზემდგომ ინსტანციას მიმართავენ. არ არის გამორიცხული სარჩელი მათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც შეიტანონ.

გასული წლის 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა განაჩენის დამძიმებას, დაცვა კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვს.