იან კელი: მნიშვნელოვანია სააკაშვილთან დაკავშირებით სამართლიანი პროცესი დაცული იყოს

11:28 02-13-2018
111

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში ექსტრადირების საკითხს გამოეხმაურა. იან კელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში გაძევების პროცესს ყურადღებით აკვირდებიან. როგორც ელჩმა

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ზედმიწევნით დაცული სამართლიანი პროცესი არა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის, არამედ ყველა მოქალაქის მიმართ. რომ გიპასუხოთ კითხვაზე, რა გავლენა ექნება ამ მოვლენებს საქართველოს პოლიტიკურ პროცესზე გეტყვით, ჩვენი პრიორიტეტი არის, საქართველო იყოს ძლიერი, მტკიცე და სტაბილური ქვეყანა.

ვფიქრობ, რომ საქართველომ მთელი რესურსი ამ მიზნის მისაღწევად უნდა მიმართოს, რათა უზრუნველყოს საკუთარი ხალხის კეთილდღეობა მომავალში. სხვა მიმართულებით, ყველა გადაწყვეტილება საქართველომ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს, რადგან არის დამოუკიდებელი ქვეყანა“, – განაცხადა იან კელიმ.