ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძეს განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზი დამნაშავედ ცდო. მისი თქმით, დღეს სამართლო პროცესს არ ესწრებოდა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანი თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო მკვლელობის მომზადების ნაწილში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში. ჩვენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ველოდით, რადგან წარდგენილი გვქვს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არსებული მტკიცებულებები. რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნას ანგარებასთან დაკავშირებით გავეცნობით სამოტივაციო ნაწილს და შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ვინ თუ არა გიორგი მამალაძემ, შესანიშნავად იცის რომ დამნაშავეა და განაჩენის გამოცხადებაზეც კი არ მოვიდა, - განაცხადა გუბელაძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ სცნო. ასევე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში.
მკვლელობის მომზადებისთვის დეკანოზს 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ, ხოლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის მას 2 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.