მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს

12:53 02-13-2018
220

მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში დაბრუნდება. მართალია, ამჟამად პოლონეთში იმყოფება,  მაგრამ აცხადებს, რომ უკან დაბრუნების ხერხს, აუცილებლად გამონახავს. პოლიტიკოსი, უკრაინიდან სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მიერ იქნა, გაძევებული. დღეს, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, ვარშავაში, სპეციალურ პრეს-კონფერენციას გეგმავს. 

vesti.ru-ს წყაროს ინფორმაციით, საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინიდან დეპორტაციის შემდეგ, პოლონელ ხალხს სიყვარულში გამოუტყდა.

პოლონეთში კარგად დამხვდნენ.  უკრაინელები კი ამიჯანყდნენ. უკანონოდ  გამიტაცეს. პოლონელმა ხალხმა კი, საოცრად თბილად მიმიღო, ეს საუკეთესო ქვეყანაა და მე მათი მადლიერი ვარ - აცხადებს პოლიტიკოსი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, ამჟამად პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, სახელმწიფო დაცვის ქვეშ იმყოფება. ისევ უკრაინაში დაბრუნების გეგმებს აწყობს და როგორც ჟურნალისთებს განუცხადა, დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე, მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს. 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე