სასულეირო აკადემიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" კითხვაზე, აქვს თუ არა მეუფე იაკობთან დაპირისპირება, ისაუბრა.
როგორც ზვიადაძემ განაცხადა, წარმოუდგენელია, რომ მას მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთან დაპირისპირება ჰქონდეს.
"ყოვლად წარმოუდგენელია, რომ სამღვდელო პირსა და ეპისკოპოსს შორის იყოს რაიმე სახის დაპირისპირება. ეს არის ძალიან არაეკლესიური საქციელი. როგორ შეიძლება მე დავუპირისპირდე რომელიმე ეპისკოპოსს?! როდესაც მიხდებოდა მეუფე პეტრესთან დაკავშირებით საუაბრი, მეუფე პეტრეს კი არ ვუპირისპირდებოდი, მინდოდა მეჩვენებინა, სად არის ეკლესიური ნორმები", - განაცხადა ზვიადაძემ.