"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა "იბერიას" თოქშოუში "თავისუფალი სივრცე" დასმულ კითხვას, დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, თუ ის საპრეზიდენტო არჩევნებში არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, არაფერი გამორიცხა.
"მარგველაშვილი იქნება, თუ სხვა, როდესაც ვსაუბრობ თ ერთიან კანდიდატზე, ბუნებრივია ვგულსიხმობ, რომ კონსულტაციები უნდა უძღვოდეს. თუ პროდასავლური ოპოზიციური პარტიები მოინდომებენ, რომ დასხდნენ და დაიწყონ ამაზე საუბარი, გამოიკვეთებიან კანდიდატები", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.