"დიდი ხანია ვმსჯელობთ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა", - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ "იბერიას" თოქშოუში "თავისუფალი სივრცე" დასმულ კითხვას, რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატი წარმოადგინოს.
"აზრი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გააჟღერა, არ არის პირველი იდეა გაერთიანების. ჩვენ გვახსოვს მაგალითად სრული კონსოლიდაცია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ, კონსტიტუციის ირგვლივ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა ჩვენი ვიწროპარტიული და პიროვნული ბოღმიდან გამომდინარე, არამედ იმაზე, რომ გავიმარჯვოთ", - განაცხადა ბოკუჩავამ.