დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ირაკლი კობახიძე მარეგულირებელმა კომისიამ შეიყვანა შეცდომაში - ნინო ჯანგირაშვილი

13:22 02-14-2018
86

ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელი, ნინო ჯანგირაშვილი ფიქრობს, რომ როდესაც პარლამენტში, ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით ტელევიზიების ხელმძღვანელებს შეხვდა, მას არასწორი მონაცემები ჰქონდა სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებით.

როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ჯანგირაშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძე მარეგულირებელმა კომისიამ შეიყვანა შეცდომაში. 

პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ის უბრალოდ შეცდომაში შეიყვანეს. ის შეიყვანა შეცოდმაში მარეგულირებელმა კომისიამ სამწუხაროდ. მან ღიკა განცხადებით ეს დაადასტურა, როდესაც მხარი დაუჭირა აჯმ პროექტს. ამიტომ შევეცადეთ ერთიანი მიდგომა შეგვემუშავებინა სარეკლამო ბაზრის დათვლის. პრობლემა ისაა, რომ იმდენად ბევრი კომპონენტისგან შედგება ეს სარეკლამო შემოსავალი, რომ ძალიან ადვილია მანიპულირება ციფრებით. შეიძლება ვიღაცამ არ გამოყოს ცალკე პოლიტიკური რეკლამა და იგივე დამფუძნებლის შემოწირულობა, რომელიც სარეკლამოშმეოსავალთან არანაირ კავშრშია. არის ხოლმე მცდელობა, რომ ისე მოხდეს ამ ციფრებით მანიპულირება, როგორც უნდათ, - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

მისი თქმით, პრეზენტაციას, რომელსაც კომიტეტის სხდომაზე წარმოადგენენ, პარლამენტის თავმჯდომარესაც გაუგზავნიან. 

დარგობრივი ეკონომიკის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა - ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარმოადგინა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 22 დეკემბერს მიღებული და ხელმოსაწერად წარდგენილ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეა.

სხდომას დეპუტატები და ტელევიზიების ხელმძღვანელები ესწრებიან. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე