დარგობრივი ეკონომიკის კომტიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, კომიტეტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე გადაყწვეტილება ვერ მიიღო.
როგორც კაკულიამ ჟურნალისტებს კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, კომიტეტის ოთხმა წევრმა პრეზიდენტის შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით, დაუჭირა მხარი, ოთხმა არ დაუჭირა, ხოლო ორმა თავი შეიკავა.
შემიძლია გითხრათ შემ შეხედულებაზე. არ ვუჭერ აღნიშნულ კანონპროექტს ხმას როგორც ადრე. პრეზიდენტის შენიშვნები არ გავიზიარე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთ-ერთ შემოთავაზებულ შენიშვნას არ ვეთანხმები. ბევრჯერ ვთქვი მოტივაციების შესახებ. ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა იცის, რომ ეს იყო რეკლამასთან დაკავშირებით, გარკვეული უსამართლობის აღქმა სხვა მცირე ტელევიზიების მიმართ. სარეკლამო ბაზრის მონაცემები იყო წარმოდგენილი, რომელსაც გადავამოწმებთ, თუმცა მზარდიც რომ იყოს რეკლამა, მაინც უსამართლობად მიმაჩნია ეს გადაყწვეტილება. იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები უფრო მეტი ყურადღებით მოუსმენენ ჩვენს გადაწყვეტილებას, რაც საზოაგდოებრივი მაუწყებლისთვის სასარგებლოდ დამთავრდება, - განაცხადა კაკულიამ.
დარგობრივი ეკონომიკის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა - ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარმოადგინა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 22 დეკემბერს მიღებული და ხელმოსაწერად წარდგენილ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეა.
სხდომას დეპუტატები და ტელევიზიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.