ტელეკომპანია "კავკასიის" ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი თვლის, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო-ს მხარს არ დაუჭერს.
ამის შესახებ ჯანგირაშვილმა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც კანონპროექტთან დაკავშირებით, კომიტეტმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო.
"მე როგორც გავიგე, კომიტეტი წინააღმდეგია ამ კანონპროექტის, უბრალოდ მათი პოზიცია განსხვავდება პრეზიდენტის ვეტო-ში დასახელებული საკითხებისგან, რადგან კომიტეტი თვლიდა, რომ პრეზიდენტს სტარტაპებისთვისაც უნდა დაედო ვეტო, რომელიც მათ არ მოსწონთ. შესაბამისად, ლოგიკურად გასაგებია, რომ ვეტო-ს გაზიარებას ხმას არ მისცემენ. თუმცა ეს სუფთა პროცედურული საკითხია და არსს არ ცვლის", - განაცხადა ჯანგირაშვილმა.