დოდო გუგეშაშვილის პირველი კომენტარი თავდასხმაზე - "არ არის არც პოლიტიკური თემა, არც ბიზნესი, არც წინა საუკუნის დაპირისპირება"

19:10 02-14-2018
221

თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი კვლავ ღუდუშაურის კლინიკაში დააბრუნეს. ჟურნალისტი და დოდო გუგეშაშვილის მეგობარი მაკა რაზმაძემ, გუგეშაშვილთან პირველი კომენტარი ჩაწერა, რომელმაც განაცხადა რომ ამ თავდასხმას არავინ მისცეს პოლიტიკური სპეკულაცია. 

„არ არის არც პოლიტიკური თემა, არც ბიზნესი, არც წინა საუკუნის დაპირისპირება, არც აფხაზეთი არც ცხინვალი, დარწმუნებული ვარ არ არის არაფერი ამდაგვარი, უბრალოდ ვერ ვხვდები რა არის, ამიტომ ნურავინ ნუ მისცემს პოლიტიკურ სპეკულაციას და სარჩულს, არანაირი პოლიტიკური, არც ძველი დროის და არც ახლანდელი აქ არ არის“, - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.