მინისტრთა სხდომას კანცელარიაში თბილისის მერი ესწრება

10:39 02-15-2018
88

კანცელარიაში მთავრობის დღევანდელ სხდომას თბილისის მერი კახა კალაძე ესწრება.

როგორც დღის წესრიგშია აღნიშნული, კახა კალაძე სხდომაზე ორ საკითხს წარადგენს. აქედან, ერთი მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობებს ეხება, სადაც 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებაში შედის ცვლილებები.

მეორე საკითხი საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტია "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ".

სულ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 24 საკითხს განიხილავენ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე