როგორ აღნიშნეს ვარსკვლავებმა წმინდა ვალენტინის დღესასწაული

15:31 02-15-2018
191

გუშინ, 14 თებერვალს, თითქმის მთელი მსოფლიო, ყველაზე რომანტიკულ დღეს, წმ. ვალენტინის დღესასწაულს აღნიშნავდა.

შეყვარებულები, ერთმანეთს ულოცავდნენ დღესასწაულს. ცნობილმა ვარსკვლავებმა, ინსტაგრამზე,  მისალოცი პოსტები და ამაღელვებელი ფოტოები გამოაქვეყნეს.  

სიყვარულის დღის აღსანიშნავად, კანე უესტი, სოციალურ ქსელს დაუბრუნდა. რეპერმა, ინსტაგრამზე, კიმ კარდაშიანისთვის, მისალოცი ბარათის ფოტო გამოაქვეყნა და ვარსკვლავური წყვილების, ერთად გადაღებული ფოტოები ატვირთა.

ჟიზელ ბიუთჰენმა, ქმართან, ტომ ბრედდთან ერთად, ზღვის სანაპიროზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წყვილი, ერთმანეთს კოცნის.

რიზ უიზერსპუნმა, არა მარტო მეუღლესთან ერთად გადაღებული, არამედ, შვილების ფოტოებიც ატვირთა. 

ბელა ჰადიდი კი, დედასთან, იოლანდასთან ერთად პოზირებს.

გთავაზობთ, ვარსკვლავური წყვილების, სიყვარულის დღეს გამოქვეყნებულ ფოტოკოლაჟს:  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე