აფხაზეთის ომის ვეტერანს დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების გამო, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიუსამძიმრა.
საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დოდო გუგეშაშვილი მაჩალიკაშვილს მიესალმა და აღნიშნა, რომ ის მისი ძმა და ჭირისუფალია.
„ჩვენ ძმები ვართ, ორივე ამ ქვეყნის შვილები ვართ, გულით, სისხლით და ხორცით. მალხაზი საქართველოს პატრიოტია, ეს კაცი ჩემი ძმა და ჭირისუფალია, ისევე, როგორც მისი ჭირისუფალი მე ვარ. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ კუდების გამობმა მოინდომეს, როდესაც ხედავდნენ, რომ დღე და ღამე საავადმყოფოში ვიყავი თემირლანის გამო. ეს მაგარი კაცია, კბილებით ეჭირა ამას და პანკისის ხეობის მცხოვრებლებს საქართველოს ის ნაწილი და ხვალაც და ზეგაც დაიჭერენ და მტერს არ შემოახედებენ საქართველოში“, - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.
დოდო გუგეშაშვილის ვაჟი, 33 ნოდარ გუგეშაშვილი რამდენიმე წუთის წინ დაკრძალეს. ის დედასთან ერთად საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც თავს შეიარაღებული მამაკაცი დაესხათ. ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმედაა დაჭრილი. ის დაკრძალვაზე ღუდუშაურის კლინიკიდან რეანობომოლით მიიყვანეს.
ლაშა ბაბუხადია