აკა სინჯიკაშვილი აცხადებს, რომ წითელი ცხვირების საქმეზე, ჯერ არაფერი არ გარკვეულა და ამ საქმეს, კიდევ სჭირდება გამოძიება.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, აკა სინჯიკაშვილი, სოციალურ ქსელში, პოსტს აქვეყნებს:
ასეთი ამბავია, წითელი ცხვირების საქმეზე - ფინანსურმა პოლიციამ, 8 თვიანი ფიქრის შემდეგ, გადაწყვიტა, არ გამოიძიოს ეს საქმე. სამაგიეროდ, სხვებმა გამოიძიეს და გაჩვენებთ, რა უბედურება ხდება საერთოდ. არაფერი არ გარკვეულა ჯერ, ყველაფერს, სასამართლო დაადგენს, რომლის თარიღსაც გამოაცხადებენ და გეტყვით. მოდით და ისეთ ამბებს გაჩვენებთ, რომ ვერც წარმოიდგენთ. ვერცერთ სამხილს ვერ დავდებ სასამართლომდე. რაც გავამხილე, ისიც არ უნდა მეთქვა. მანამდე კი, კიდევ ერთხელ ავიტან ლანძღვა-გინებას, ასე მონდომებით რომ შეუდგა, ადამიანების ჯგუფი.
სასამართლოს შემდეგ, აქ დავდებ ყველაფერს. აქ, ჩემს პირად ამბავზე, არ ხდება არაფერი, ამ ფულიდან, ერთი ლარი არ არის ჩემი. ეს, ხალხის მოგროვილი ფულია, ობლებისთვის და უსახლკაროებისთვის მოგროვილი.
ზუსტად, ამიტომ არ შევარჩენ არავის, არაფერს, ერთ ლარს ვერ დახარჯავს უმიზნოდ, ვერავინ. როგორც დაგპირდით, შეგროვილი ფულით, სოციალურად დაუცველებისთვის, შენობა აშენდება და ეს აუცილებლად ასე იქნება. ადამიანი, არის ის, რასაც აკეთებს და არა ის, რასაც ამბობს. ჰოდა გამოჩნდება სულ მალე, ვინ ამბობს და ვინ აკეთებს - წერს აკა სინჯიკაშვილი.
შეგეხსენებთ, რომ საგამოძიებო სამსახურმა, დაადასტურა, რომ წითელი ცხვირების საქმეზე, სისიხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ვერ დაინახა.