საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრაზე, ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორსა და ირაკლი კობახიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჯანგირაშვილის მიერ სარეკლამო ბაზართან დაკავშირებულ პრეზენტაციის წარმოდგენას მოყვა.
ირაკლი კობახიძემ ჯანგირაშვილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა, რადგან მას მონაცემებში 2012-2013 წლების მონაცემები შეყვანილი არ ყავდა, რადგან ამ დროს სარეკლამო ბაზარზე მნიშვნელოვანი მატება იყო ტელევიზიებისთვის.
მედიაორგანიზაციებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები აქვთ. ისინი უმრავლესობას მოუწოდებენ, პრეზიდენტის ვეტო გაიზიარონ და მომზადებული ცვლილებები არ მიიღონ.
აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარესა და მედიის წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა იანვრის ბოლოს გაიმართა.