ჯანგირაშვილის შემდეგ, კობახიძესთან შეხვედრა "რუსთავი 2"-ის წარმომადგენელმაც დატოვა

14:16 02-16-2018
100

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის მიერ პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან კამათის შემდეგ, შეხვედრა „რუსთავი 2“- ის წარმომადგენელმა თამთა მურადაშვილმაც დატოვა.

თამთა მურადაშვილმა შეხვედრის დატოვება იმით ახსნა, რომ მან გააპროტესტა ის ფაქტი, როგორც მოექცა პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია "კავკასიის" ხელმძღვანელს. 

"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირ კონტაქტზე იყო და ”ემესიჯებოდა კომუნიკაცების ეროვნული კომისიის წარმომადგენელს კახი ბექაურს და მისგან ღებულობდა ინფორმაციას სარეკლამო ბაზრის თაობაზე”, - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

ირაკლი კობახიძემ ჯანგირაშვილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა, რადგან მას მონაცემებში 2012-2013 წლების მონაცემები შეყვანილი არ ყავდა, რადგან ამ დროს სარეკლამო ბაზარზე მნიშვნელოვანი მატება იყო ტელევიზიებისთვის. 

ამ წუთებში პარლამენტში ირაკლი კობახიძე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. 

მედიაორგანიზაციებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები აქვთ. ისინი უმრავლესობას მოუწოდებენ, პრეზიდენტის ვეტო გაიზიარონ და მომზადებული ცვლილებები არ მიიღონ.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე