პორტალ BuzzFeed News- ის ინფორმაციით, 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, 49 წლის მსახიობმა, ჯენიფერ ანისტონმა და 46 წლის, ჯასტინ ტერუმ, ოფიციალურად, განქორწინების თაობაზე, სასამართლოს, განცხადებით მიმართეს.
წყვილი აცხადებს, რომ, მომავალში მეგობრებად დარჩებიან.
სამომავლო სპეკულაციებს რომ თავი ავარიდოთ, გადავწყვიტეთ, ინფორმაცია, ჩვენი განქორწინების თაობაზე, თავად გაცნობოთ. გადაწყვეტილება, გასული წლის ბოლოს მივიღეთ, ყოველგვარი სკანდალის გარეშე. ორივე, ჩვენ-ჩვენს გზაზე წავლთ, მაგრამ მეგობრულ ურთიერთობას და ერთმანეთის პატივისცემას, აუცილებლად გავაგრძელებთ.ამ განცხადების შემდეგ, რაც უნდა დაიწეროს მსოფლიო პრესაში, იცოდეთ, რომ მცდარი ინფორმაცია იქნება - აცხადებს ჯენიფერი.
ამ განცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელებში, გამოჩნდა, ჯენიფერ ენისტონის პირველი ფოტო, სადაც აშკარად ჩანს, რომ მსახიობი დანაწყენებულია. როგორც ჩანს, წყვილმა, გადაწყვეტილება განქორწინების თაობაზე, ორი თვის წინ მიიღო, რასაც არ ახმაურებდა.
საინტერესოა, ის ფაქტი, რომ გაზეთ Architectural Digest-ის ახალ ნომერში, ჯენიფერის და ჯასტინის, ბელ-ეირში მდებარე, ძვირადღირებული ვილა დაიბეჭდა.
როგორც ცნობილია, ყოფილი ვარსკვლევური წყვილის სახლი, აუქციონის წესით, უკვე გაყიდვაშია.
იხ. ფოტოები: