ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატო ჯერ კიდევ წარმოადგენს პროექტს, რომლისადმი მსოფლიო ერთგული უნდა დარჩეს.
ამის შესახებ Ansa წერს.
"საკუთარი უსაფრთხოებისთვის თავადაც უნდა ვიმოქმედოთ, მხოლოდ ნატოს არ შეგვიძლია დავეყრდნოთ. ატლანტის ოკეანის მიღმა ფიქრობენ, რომ ევროკავშირი ზედმეტად დამოუკიდებული გახდება, როცა საქმე თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე მიდგება. ვფიქრობ, ნატო ჯერ კიდევ წარმოადგენს პროექტს, რომლის ერთგულიც უნდა დავრჩეთ, ჩვენი მომავალი თაობების ინტერესებიდან გამომდინარე" - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.