მთაწმინდის პარკში გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ქანდაკება დადგეს.
ამის შესახებ მოქანდაკე ირაკლი ჟვანია "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.
"დავამთავრეთ... ათი წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი თუ მომიწევდა ბადრის ქანდაკების გაკეთება...ამავე ადგილას ვიდექით ათი წლის წინ და სიცოცხლის ხეს ვდგამდით, არაჩვეულებრივი კაცი იყო ბადრი....ცხოვრება ერთი წუთია და ყველანი სუსტები ვართ, ამას ყველაზე მეტად გრძნობ ასეთ მომენტებში", - წერს ირაკლი ჟვანია.