საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გერმანია 64:0 დაამარცხა

19:54 02-17-2018
75
თეგები: რაგბი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრაში გერმანიის ნაკრებს ესტუმრა და 64:0 დამარცხა. ბორჯღალოსნებმა 10-ჯერ აიღეს მეტოქის ჩათვლის მოედანი.
 
"იმედის" ინფორმაციით, მატჩის პირველ ნახევარში ლელოები გიორგი კვესელაძემ, სანდრო თოდუამ და ლევან ჩილაჩვამ დაამიწეს. მეორე ტაიმში კი თავი ანტონ ფეიქრიშვილმა, მიხეილ გაჩეჩილაძემ, ოთია გიორგაძემ, ზურა ჟვანიამ, ლაშა ხმალაძემ თითო-თითოჯერ, გიორგი კვესელაძემ კი ორჯერ გამოიჩინეს. საქართველო - გერმანიის ნაკრებებს შორის სარაგბო დაპირისპირება უკვე მეშვიდედ შედგა, შვიდივე შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა გაიმარჯვეს.
 
ამის შემდეგ რაგბში, ევროპის ჩემპინატში ორ კვირიანი შესვენება გამოცხადდება. ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრები მარტში განახლდება. ჩვენი გუნი ესპანეთს უმასპინძლებს. ეს მატჩი 3 მარტს მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე 18 საათზე დაიწყება. რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ბორჯღალოსნემა ქუთაისში ბელგიის გუნდს უმასპინძლეს და 47:0 დაამარცხეს.