ჩვენ შეგვიძლია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება - გერმანიის შს მინისტრი

20:01 02-17-2018
85

"საქართველომ იცის, რომ თუ რიცხვები ძალიან გაიზრდება, ჩვენ შეგვიძლია შეჩერების მექანიზმის ამოქმედება. საქართველოზეა დამოკიდებული ვიზალიბერალიზაცის შენარჩუნება", - განუცხადა გერმანიის შს მინისტრმა თომას დე მეზიერმა ჟურნალისტებს.

"ჩვენ შეგვიძლია დაცვა, მაგრამ რაოდენობის გაზრდა შეშფოთების მიზეზია. ასევე შემაშფოთებელია კრიმინალი. ძალიან მაღალი მაჩვენებელია ვიდრე სხვა ქვეყნებიდან. საქართველოს ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. ჩვენ ერთად ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი", - განაცხადა დე მეზიერმა საქართველოს საგერეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე