ზამთრის ოლიმპიური თამაშების კიდევ ერთი გმირი რუსი სპორტსმენი ანასტასია ბრიზგალოვა გახდა და მისმა თამაშმა დასავლური მედიის ყურადღება მიიქცია. ამის შესახებ Daily Mirror-ი წერს. ბევრმა მათგანმა გამოხატა მოსაზრება, რომ 25 წლის რუსი სპორტსმენი ჰოლივუდელ ვარსკვლავს ანჯელინა ჯოლის ჰგავს. ანასტასია ბრიზგალოვა გუნდურ კერლინგში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელიცაა. 2017 წელს ის თავის მეწყვილეს, ალექსანდ კრუშელნიკს გაჰყვა ცოლად.