შარაშენიძე: ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება გერმანიამ ვიზალიბერალიცია შეაჩეროს

13:56 02-18-2018
147

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ფიქრობს, რომ გერმანიის მხრიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების რისკი არსებობს. ამის შესახებ "პრაიმტაიმს" განუცხადა. 

"ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკი არსებობს. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება შეიკრიბონ და შეაჩერონ. საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები. საქართველოს მთავრობამ ქვეყნიდან გასვლა უნდა გააკონტროლოს და გამსვლელების საბუთები უნდა შეამოწმონ ანუ გამსვლელთა კონტროლი უნდა იყოს", - განაცხადა შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური გერმანია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების  მექანიზმის შესაძლო ამოქმედებაზე ალაპარაკდა. განცხადება ამის შესახებ გერმანიის შს მინისტრმა ტომას დე მეზიერმა მიუნხენის უსაფრთხოების სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრების შემდეგ გააკეთა.

„საქართველომ იცის, რომ თუ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება ჩვენ შესაძლოა შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დავიწყოთ, ასე რომ საქართველოზეა დამოკიდებული ვიზალიბერალიზაციის მომავალი. რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია დავიცადოთ, მაგრამ რაოდენობის ზრდა შეშფოთების საგანია. კიდევ ერთი საკითხი, რაც გვაწუხებს არის ის რომ თავშესაფრის მთხოვნელთა შორის კრიმინალის დონე უფრო მაღალია ვიდრე სხვა ქვეყნებიდან. ასე რომ საქართველომ ბევრი რამ უნდა გააკეთოს,“-განაცხადა  გერმანიის შს მინისტრმა ტომას დე მეზიერმა