საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი პოზიცია აქვს.
„საქართველოს მთავრობა მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო ვალდებულების შესაბამისად“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
კითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა ჩაბუქის თურქეთში ექსტრადაცია, ჯანელიძემ უპასუხა, რომ "იმის მიხედვით მოხდება, თუ ეს შესაბამისი საკანომდებლო გადაწყვეტილებით და შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებით იქნება მიზანშეწონილი“.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი პროკურატურის შუამდგომოლობის მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შეცვალა და 10 000 ლარიანი გირაო მოითხოვნა, სასამართლომ შუამდგომლობა გაითვალისწონა და 10 000 ლარიანი გირაოს ნაცვლად ჩაბუქი 1000 ლარიანი გირაოთი გაათვისუფლა.