საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, იქნება კონკრეტული ღონისძიებები.
ამის შესახებ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"პირველ რიგში, ეს ღონისძიებები მიმართული იქნება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, ევროპულ სახელმწიფოებთან კიდევ უფრო მეტად თანამშრომლობის გააქტიურებისკენ. ასევე ქვეყნის შიგნით საინფორმაციო კამპანია, რომელიც ჩვენ უკვე დავიწყეთ, და აქტიურად გავაგრძელებთ სოციალური ქსელებით, ასევე სხვადასხვა რეგიონალური შეხვედრებით. რა თქმა უნდა გარკვეული საკანომნმდებლო ცვლილებები, რომელზეც მუშაობს იუსტიციის სამინისტრო და ვიმუშავებთ საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად", - განაცხადა ჯანელიძემ.