არ არის ჩემთვის მისაღები, უცხო ქვეყნის მოქალაქე პრემიერს უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებდეს - მიხეილ ჯანელიძე

16:10 02-19-2018
138

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმე დიდი გამოწვევაა საქართველოს ხელისუფლებისთვის.

ამის შესახებ ჯანელიძემ პარლამენტში ანგარიშს წარდგენისას აღნიშნა. 

"პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ რა თქმა უნდა ეს დიდი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის საქართველოს მთავრობის ოფიციალური პოზიციაც, სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც წამყვან სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელების შესაბამის ჩამოშორებით იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, საკმარისი ნაბიჯია იმისათვის, რომ ჩვენ ჩვენი სერიოზული მიდგომა ამ საკითხისადმი ვაჩვენოთ და ეს პირველივე ეტაპზევე გამოჩნდა. 

გამოძიება მიმდინარეობს, გამოძიება რა თქმა უნდა გაიწელა, მაგრამ პროკურატურა, როგორც მე ვიცი, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოხდეს ამ პროცესის სწორად წარმართვა. ვნახოთ რა შედეგები ექნება ამას, მაგრამ ზოგადად იმ გამოხმაურებებმა, რეაქციებმა, თუნდაც ჩვენს პარტნიორებში, რა თქმა უნდა ეს იყო ჩვენთვის ყურადსაღები, მნიშვნელოვანი და დარმწუნებული ვარ, ჩვენი ამ თანამშორმლობით, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, შევძლებთ ამ საკითხზე სწორი პასუხის გაცემას. 

რაც შეეხება ჩემს განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე აღვნიშნე, რომ ეს არის დიდი გამოწვევა, მე ვთქვი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან პოლიტიკური განცხადებები მიზანშეუწონელია, განსაკუთრებით ისეთი განცხადებები, რომელიც არ ეფუძნება არანაირ არგუმენტაციას, პრემიერის დადანაშაულება, კოკნრეტულად ამ საკითხში, და ნამდვილად არ არის ჩემთვის მისაღები, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე პრემიერს უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებდეს და პოლიტიკურ პროცესს წარმართავდეს, მაშინ როდესაც პროცესი მიმდინარეობს სამართლებრივ ჩარჩოებში", - განაცხადა ჯანელიძემ.

ამ წუთებში პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციისა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს უსმენენ.

მინისტრი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიმდინარე საგარეო პოლიტიკური საკითხებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ წარმოადგენს ანგარიშს. შეხვედრას სამივე კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებიან. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე