დაძლევს თუ არა პარლამენტი მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტო-ს, 21 თებერვალს გაირკვევა.
შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
დღესვე, ამ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობამ "ქართული ოცნების" სათაო ოფისში კონსულტაციები გამართა, რომლის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უმრავლესობა ვეტო-ს დაძლევას აპირებს.