როგორც ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „პრაიმთაიმთან“ საუბრის დროს აღნიშნა , ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკი არსებობს და ხელისუფლების ქმედებაზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული. მისი თქმით, პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეებს არ უნდა ჰქონდეთ საქართველოდან გასვლის უფლება.
"ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა ქმედებას აპირებს ჩვენი ხელისუფლება. ეს უაღრესად დამამცირებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის, რადგან ყველაზე მეტად ჩვენი მოსახლეობა ცდილობს დატოვოს სამშობლო და ყველაზე დიდი რაოდენობით იქ დარჩენის მსურველნი არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები. როდესაც ერთხელ ასეთ დანაშაულს ჩაიდენს ვინმე, ის უკვე აღარ უნდა იყოს საქართველოდან გასვლის უფლების მქონე და სამწუხაროდ შეიძლება ვისაუბროთ საბჭოთა კავშირის წესების შემოღებაზე, რომელიც ყოველთვის დამამცირებელი იყო, მაგრამ ეს გამოიხატება იმაში არა თუ საზღვარგარეთ წასვლისას იყო საჭირო ვიზა, არამედ აქედან წასვლის უფლების ნებართვა ანუ ორმაგი პროცედურა იყო. ასეთ შემთხვევაში შეიძლება შევამციროთ სურვილი. უნდა იყოს გამოცხადებული ვინ არის შემარცხვენელი, ეს უპირველეს ყოვლისა უნდა იყო სახელმწიფოებრივი სირცხვილის თემა", - განაცხადა ცისკარიშვილმა.