ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე საუბარი არ არის და აღნიშნავს, რომ ეს არის სიგნალი გარკვეული ნაბიჯების გადასადგმელად.
" ამაზე რეალური საუბარი არ არის ჯერჯერობით, თუმცა ამ განცხადებას მნიშვნელობა უდაოდ აქვს, როგორც სიგნალს იმისა, რომ რაიმე ნაბიჯები თუ არ გადაიდგა შეიძლება შემდგომი ეტაპები უფრო მძიმე იყოს. ვიზალიბერალიზაციის თემა ორ ფაქტორზე არის აწყობილი, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა და მეორე კრიმინალის გაზრდა. ამ ორ თემას აქვს ორის სხვადასხვა გადაწყვეტა, ვიზალიბერალიზაციის პირობებში, რომ გაიზრდებოდა თავშესაფრის მსურველთა რიცხვი ეს ბუნებრივიც იყო. მთელი აღმოსავლეთი დაძრულია ევროპისკენ და ცდილობს თავშესაფრის პირობების ხარჯზე და დონეზე უკეთესად მოიწყოს პირობები. შესაბამისად, ლაპარაკი იმაზე რომ ეს სოციალური და ეკონომიკური პირობების შედეგია არაფერს წყვეტს. რაც შეეხება კრიმინალის ფაქტორს, შესაძლებელი მყისიერი ნაბიჯების გაკეთება" - განაცხადა საყვარელიძემ.