ლევან აღდგომელაშვილი: "ომეგა" ჯგუფი არის დემპინგის მსხვერპლი და სასამართლომ აღიარა ეს"

21:43 02-19-2018
226

"ომეგა" ჯგუფი არის დემპინგის მსხვერპლი და სასამართლომ აღიარა ეს " - ამის შესახებ "ომეგა" ჯგუფის გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა გადაცემაში "თავისუფალ სივრცეში ვახო ხუზმიაშვილთან ერთად" განაცხადა. 

"ომეგას" ჯგუფი არის დემპინგის მსხვერპლი და სასამართლომ აღიარა, რომ "ომეგა" ჯგუფს ჰქონდა 100 მლნ ზარალი. უბრალოდ, სასაცილოა, ის არის რომ ზარალსა და ბიზნესს შორის კავშირი ვერ დაადგინეს. ყველამ ვიცით, რომ ზარალი გვაქვს, მაგრამ მიზეზი ცნობილი არ არის. ეს ფინანსურ საფრთხეს უქმნის კონკრეტულ ბიზნეს ერთეულს. "ომეგა" ჯგუფის ნაწილია ტელეკომპანია "იბერიაც" და ტელეკომპანია დიდწილად მიღებული მოგებიდან და შემოსავლიდან ფინანსდება, რომელიც "ომეგა" ჯგუფში შედის", - განაცხადა აღდგომელაშვილმა