"მოხდა იმ ხალხის გაცოცხლება, რომლებმაც სავარაუდოდ, ჩაიდინა ის ვანდალური აქტი, რაც მოხდა "იბერიაში" 14 წლის უკან" - ამის შესახებ უფლებადამცველმა ზაზა ხატიაშვილმა გადაცემა "თავისუფალ სივრცეში ვახო ხუზმიაშვილთან ერთად" განაცხადა.
"უსაშინლესი, ვანდალური ფაქტი მოხდა. სააკაშვილის პირველი სავიზიტო ბარათი ეს იყო დარბევებთან მიმართებაში და მაშინ სამოქალაქო საზოგადოება არ იყო მზად და გაჩუმდა ამაზე. ჩემთვის სააკაშვილის სისხლიან ხელისუფლებასთან ასოცირება მოხდა მაშინ, როდესაც ტელეკომპანია იბერიაში შეიჭრნენ, დაარბიეს ტექნიკიდა და მაშინ დიპლომატიური კორპუსი გაჩუმებული იყო. პირველად ეს ფაქტი უნდა გემოეძიებინათ. ვინაიდან, რომ დაინახეს ხალხი გაჩუმდა ამას მოყვა ვაზაგაშვილი, გვირგვლიანი და ა.შ... პოლიტიკური ნება როცა არის ამ საქმის დამთავრებას უფრო ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე "რუსთავი 2"ს საქმეს, რომელიც ერთ თვეში განიხილა და ყოველ დღე ნიშნავდნენ პროცესებს..." - განაცხადა ხატიაშვილმა.