დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგში ბოლო ადგილს იკავებს

12:50 02-20-2018
155

დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტების პოპულარობის რეიტინგში ბოლო ადგილი დაიკავა. ამის შესახებ CBS news-ი ბოისეს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს.

გამოკითხვა ამერიკის პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის 170 მოქმედ და ყოფილ წევრს შორის ჩატარდა.

სპეციალისტები აშშ-ის თითოეულ პრეზიდენტს 0-დან 100 ქულამდე აფასებდნენ. შედეგად დონალდ ტრამპმა 12,34 ქულა მოიპოვა და ბოლო ადგილზე გავიდა. 

გამოკითხვის თანხამად, პრეზიდენტების შვიდეულში, აშშ-ის ყველაზე პოპულარულ პრეზიდენტად აბრაამ ლინკოლნი დასახელდა.

მეორე ადგილს, ჯორჯ ვაშინგტონი იკავებს,  მესმეს - ფრანკლინ დელანო რუზველტი, მეოთხე - თეოდორ რუზველტი, მეხუთე - ტომას ჯეფერსონი, მეექვსე - ჰარი ტრუმანი და მეშვიდე ადგილს, კი დვაით დ. ეიზენჰოვერი. 

ბარაკ ობამა, პრეზიდენტების რეიტინგში, მე-8 ადგილს იკავებს -  2014 წლის მონაცემებით, აშს-ის პრეზიდენტი, ობამა, მე-18 ადგილზე იყო. 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე