ბუტა რობაქიძის დაღუპვის ადგილზე მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებით პრალებებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა. დონაძემ ის მასალები გაასაჯაროვა, რომელიც, მისი მტკიცებით, ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილი არ გაყალბებულა.
„ეს არის გასროლის შემდგომი ვიდეოკადრი, ასევე უწყვეტი, სადაც დაჭრილი ამირან რობაქიძე ჯერ კიდევ სუნთქავს და საპატრულო პოლიცია იარაღს პოულობს და იღებენ, ხელით აქეთ-იქით დაატარებენ. უწყვეტ კადრში ჩანს ცრუ მოწმე, გოჩა მუკბანიანი, რომელიც დამატებით იძახებს სასწრაფოს და 022-ის ცენტრს ატყობინებს, რომ არიან დაჭრილები და დაკავებულია შეიარაღებული ჯგუფი. ამავე ნაწილში, რაც დღემდე არ გვითქვამს, ჩანს ერთ-ერთი დაკავებულის მაჯაზე საათი და ზუსტი დრო, ეს დრო ექსპერტიზით დადასტურებულია და არის 02:20საათი, ასევე პროკურატურის მტკიცებულებით, სასწრაფო შემთხვევის ადგილზე მოდის 2:30 საათზე, ხოლო რაც აქამდე არ მითქვამს, გურამ დონაძე შემთხვევის ადგილზე ანძებით მიდის და ფიქსირდება 02:31 საათზე.“- განაცხადა გურამ დონაძემ.