მჯერა, რომ იუსტიციის მინისტრი არის ადამიანი, რომელიც იცავს სამართლიანობას - მუსტაფა ემრე ჩაბუქი

20:15 02-20-2018
62

დემირელის სახელობის კოლეჯის ყოფილი მენეჯრი მუსტაფა ემრე ჩაბუქი იუსტიციის მინისტრის განცხადებას აფასებს.

როგორც ჩაბუქმა "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" განაცხადა, მას საქართველოში არსებული სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს.

"მჯერა, რომ იუსტიციის მინისტრი არის ადამიანი, რომელიც იცავს სამართლიანობას და ის სამართლიანობის სადარაჯოზეა და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ჩაბუქმა. 

დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე ყველა მორჩილად და მოთმინებით დაველოდებით ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ექსტრადიციის პროცედურა ყოველთვის წყდება საქმის ფაქტობრივი გარემოებიდან და ფასდება სხვადასხვა პროცედურებით.



ავტორი: ლილუ მიროტაძე