არასდროს შევხვედრივარ მას, მაგრამ მგონია, რომ ფეთჰულა გიულენის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა - ჩაბუქი

20:36 02-20-2018
67

დემირელის სახელობის კოლეჯის ყოფილი მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი აცხადებს, რომ ბრალი, სადაც საუბარია მის კავშირზე ტერორისტულ ორგანიზაციასთან და ფეთჰულა გიულენზე, სიმართლის ნიშნებს არ შეიცავს.

როგორც ჩაბუქმა "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" განაცხადა, გიულენს საერთოდ არ იცნობს.

"არასდროს შევხვედრივარ მას. საქართველოში მოქმედი სასწავლებლების არც დამფუძნებელი გახლავთ ის, არც პარტნიორი, არც დამფინანსებელი. ის გახლავთ ადმაიანი, როემლიც ინტელექტუალად ითვლება და ეს სასწავლებელები არის უბრალოდ სასწავლებლები, რომლებიც მისი იდეოლოგიის მიმდევრების მიერაა გახსნილი და განათლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ", - აღნიშნა ჩაბუქმა. 

კითხვაზე, რას უკავშირებს მის მიმართ ბრალდებას, ჩაბუქი აცხადებს, რომ პერიოდულად ეცნობა ფეთჰულა გიულენის ნაშრომებს და ჰგონია, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა.

 

 

 



ავტორი: ლილუ მიროტაძე