ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, დღეს თბილისში არსებული ყველა ბაღი ნორმებს აკმაყოფილებს და ის უსაფრთხოა.
როგორც გვანცელაძემ "იბერიას" თოქშოუში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა,
"როდესაც აღსაზრდელი რეგისტრირდება საბავშვო ბაღში, მოეთხოვება ჯანმრთელობის ცნობა, სადაც აღნიშნულია აცრები. თუმცა ჩვენ ვართ პერმანენტულები, მაგალითად წითელასთან დაკავშირებით, მშობლებს მოეთხოვებათ ამასთან დაკაშირებული აცრის საბუთის წარმოდგენა", - განაცხადა გვანცელაძემ.