ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის სპეციალურად გამოცხადდება მობილობის პროცესი - მიხეილ ჩხენკელი

11:45 02-21-2018
74

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სპეციალურად იმ უნივერსიტეტების სტუდენტებს, რომლებსაც ავტორიზაცია შეუჩერდათ, გამოცხადდება მობილობის პროცესი.

მინისტრის თქმით, მობილობით სტუდენტებს შეეძლებათ ნებისმიერ ავტორიზირებულ უნივერსიტეტში გადავიდნენ. 

მე პირველ რიგში მინდა მივმართო ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტების სტუდენტებს, მე ადამიანურად ძალიან კარგად მესმის, რომ მათთვის საკმაოდ ძნელი მოსასმენია ეს გარემოება, რომ მათ უნივერსიტეტებს შეუჩერდათ ავტორიზაცია, მაგრამ მინდა ყოველი სტუდენტი დავარწმუნო, რომ არცერთი მათგანი არ დარჩება უმაღლესი განათლების გარეშე, მათთვის სპეციალურად გამოცხადდება მობილობის პროცესი, მხოლოდ ამ უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის და მათ საშუალება ექნებათ თავისი სურვილისამებრ ამ მობილობით ისარგებლონ, გადავიდნენ ავტორიზებულ, მაღალი ხარიხხის მქონე სხვა უნივერსიტეტებში. ჩვენი სამინისტრო და ხარიხსის ეროვული ცენტრი მაქსიმალურად დაეხმარება ამ პროცესში, , - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე