მიხეილ ჩხენკელი მზადაა, დღესვე შეხვდეს ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტის სტუდენტებს

11:49 02-21-2018
69

საქართველოში რამდენიმე უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა, თუმცა ამ სტუდენტებისთვის მობილობა გამოცხადდება - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მიხეილ ჩხელმა აღნიშნა, რომ შეხვდება ყველ სტუდენტს, ვისაც კითხვები ექნება ავტრიზაციის შეჩერებასა და მობილობასთან დაკავშირებით.

"ნებისმიერ სტუდენტს, ვისაც სურვილი აქვს უფრო დეტალურად ისაუბრონ ამ თემაზე, ჩემი კარი მათთვის ღიაა და მე მზად ვარ დღესვე შევხვდე ამ სტუდენტებს", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე