დოდო გუგეშაშვილს, ღუდუშაურის საავადმყოფოდან სავარაუდოდ დღეს გაწერენ, ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ სატელეფონო საუბრისას, ღუდუშაურის კლინიკის პიარის სამსახურმა განუცხადა.
„2 საათზე მოვა ექიმი დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად. სავარაუდოდ მისი საავადმყოფოდან გაწერა დღეს მოხდება“
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილს თავს საკუთარ სახლში 7 თებერვალს, დილით დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).
ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი