სელენა გომესი იამაიკაზე ჯასტინ ბიბერის მამის ქორწილში იმყოფებოდა (ვიდეო)

13:10 02-21-2018
543

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი, იამაიკაზე გაემგზავრნენ. მომღერალმა შეყვარებული, საკმაოდ მნიშვნელოვან შეკრებაზე, მამის ქორწილში დაპატიჟა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის თებერვალში, ჯასტინის მამამ, 43 წლის ჯერემი ბიბერმა, კუნძულ სენ-ბარტზე, შეყვარებულს, 30 წლის ჩელსი რებელოს, ხელი სთხოვა. ცნობილია, რომ ჩელსი, 2 შვილის დედაა. 

ინსტაგრამზე, გავრცელდა ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ჯასტინი და სილენა, ფანტასტიკურ დროს ატარებენ, სულ ერთად არიან და ერთმანეთს ეხვევიან. 

ჯერემი და ჩელსი, უკვე რამდენიმე წელია, ერთად არიან. ამ ეტაპზე კი წყვილმა, ურთიერთობის, ოფიციალურად დაკანონება გადაწყვიტა.

გთავაზობთ ვიდეორგოლს, სადაც ჯერემი ბიბერი, ჩელსი რებელოს, კუნძულზე, ხელს სთხოვს. 

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოკოლაჟი:

 

 

 

 



ავტორი: რუსა ღვანიძე