ცნობილია, რომ გასული წლის ბოლოს, ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ დაშორდნენ. რამდენიმე დღის წინ, კი ჯენიფერმა განაცხადა, რომ წყვილი, ერთმანეთს, ოფიციალურად შორდება.
ჰოლივუდის მსახიობები, ამ ინფორმაცისთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ.
სამაგიეროდ, მათი განქორწინების ფაქტს, ანჯელინა ჯოლი გამოეხმაურა.
სააგენტო HollywoodLife-ის წყაროს ინფორმაციით, ცნობილია, რომ ანჯელინას, მათი დაშორება, არ გაკვირვებია.
ჯასტინი მხიარული, სექსუალური და სუპერ-ნიჭიერი ადამიანია, ისინი სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან, ამიტომ ანჯელინას არ გაკვირვებია მათი დაშორება - ამბობენ ანჯელინას ახლობლები.
შეგახსენეთ, რომ ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი, ანჯელინა ჯოლის გამო, 2005 წელს, დაშორდნენ ერთმანეთს.
2016 წელს, როცა ბრედი და ანჯელინა განქორწინდნენ, ჯენიფერმა ვერ დამალა სიხარული, როცა ეს ამბავი გაიგო - ეს კარმაა - ამბობდა ჯენიფერი.